თეგი: დიპლომატების გაძევება

ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ თავიანთი ქვეყნებიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევეს

ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ 10 რუსი დიპლომატი გააძევეს თავიანთი ქვეყნებიდან. ამის შესახებ ბალტიისპირეთის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს. რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსი დიპლომატების უსაფუძვლო გაძევებას შესაბამისი პასუხი მოჰყვება. ასევე წაიკითხეთ: ბულგარეთი თავისი ტერიტორიიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს

ბელორუსმა 12 უკრაინელი დიპლომატი გააძევა და ბრესტში საკონსულო დახურა - მედია

ბელორუსმა 12 უკრაინელი დიპლომატი გააძევა და ბრესტში უკრაინის საკონსულო დახურა. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანატოლი გლაზმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.  ბელორუსი დიპლომატების გაძევების მიზეზად ასახელებს ბოლო წლებში უკრაინის  მხრიდან თითქოს ბელორუსის შიდა საქმეებში ჩარევას, განხოეციელებულ „ავიაბლოკადას“ და ბელორუსის დიპლომატების მიმართ უხეშ მოპყრობას როცა ისინი უკრაინას მოლდოვის გავლით ტოვებდნენ. „აქედან გამომდინარე, ბელორუსმა  თავის ტერიტორიაზე უკრაინელი დიპლომატების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნაბიჯი მიმართულია უკრაინის წარმომადგენლობის ზოგიერთი თანამშრომლის არადიპლომატიური საქმიანობის შეწყვეტისკენ, მათ ქვეყანა 72 საათში უნდა დატოვონ", - განაცხადა გლაზმა. ამ დროისთვის ბელორუსში უკრაინის საელჩოში 5 დიპლომატი რჩება.   19 მარტს ბელარუსმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს. ბელარუსის ელჩმა იგორ სოკოლმა განაცხადა, რომ დიპლომატებს უკრაინაში "მუშაობის გაუსაძლისი პირობები" ჰქონდათ. ასევე წაიკითხეთ უკრაინის საზღვრის დატოვებისას ბელარუსის ელჩს მესაზღვრემ 30 ვერცხლი გადასცა  CNN: ბელორუსი შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს ლუკაშენკო: თუ რუსეთს დასჭირდება, ბელორუსის ჯარი უკრაინაში იქნება  პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა  რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters

დანიამ რუსეთის დაზვერვის 15 თანამშრომელი გააძევა

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის დაზვერვის 15 თანამშომლის გაძევების შესახებ განაცახდა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საელჩოში კოპენჰაგენში დიპლომატების სტატუსით მუშაობდნენ.  დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს და აცნობეს, რომ საელჩოს 15-მა თანამშრომელმა ქვეყანა 14 დღეში უნდა დატოვოს.  დანია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას არ აპირებს. კოპენჰაგენში რუსეთის ელჩი და სხვა თანამშრომლები საქმიანობას განაგრძობენ.  ბოლო დღეებში ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ გამოაცხადა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა გადაწყვეტილება ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 40 თანამშრომლის გაძევების შესახებ. ამის შემდეგ საფრანგეთმა 35 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ გამოაცხადა. 5 აპრილს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაცხადა 15 რუსი დაზვერვის ოფიცრის გაძევება, რომლებიც ფარულად მუშაობდნენ რუსეთის საელჩოში. 4 აპრილს იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ 30 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და მათი „დიპლომატიური სტატუსის შეუსაბამო“ ქმედებების გამო გააძევა. ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა ქვეყნა არაუგვიანეს 12 აპრილამდე უნდა დატოვონ. შეგახსენებთ, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა, რუსი დიპლომატები გააძევეს. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.  ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.  ასევე წაიკითხეთ: რუმინეთმა და სლოვენიამ 10-ზე მეტ რუსი დიპლომატი გააძევეს. იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

ავსტრალიამ სანქციები კიდევ რუსეთის 67 მოქალაქეს დაუწესა

ავსტრალიამ სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 67 მოქალაქეს უკრაინაში მოსკოვის ინტერვენციის საპასუხოდ, – ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარის პეინმა განაცხადა. ამგვარად, სასანქციო სიაში ავსტრალიას სულ 600-მდე პირი ჰყავს შეყვანილი. ამასთან, ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი “პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა შეგახსენებთ, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის ესპანეთმა, იტალიამ, საფრანგეთმა, გერმანიამ და შვედეთმა, რუსი დიპლომატები გააძევეს. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.  ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.  ასევე წაიკითხეთ: რუმინეთმა და სლოვენიამ 10-ზე მეტ რუსი დიპლომატი გააძევეს. იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს    

რუსეთმა ხორვატიის ხუთი დიპლომატი გააძევა

რუსეთის ხელისუფლებამ, მოსკოვში ხორვატიის საელჩოს ხუთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს მედია: საფრანგეთმა 30-მდე რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა ერთი დღით ადრე რუსეთმა დაადანაშაულა ხორვატია ორმხრივ ურთიერთობებში მტრულ და დესტრუქციულ მიდგომაში, რაც ზიანს აყენებს ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესებს. აპრილში ხორვატიამ რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელს, მათ შორის 18 დიპლომატს, უკრაინის წინააღმდეგ „სასტიკი აგრესიის“ გამო ქვეყანა დაატოვებინა. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.